ჩვენ იმიტომ გვინდა ევროპაში, რომ ევროპა არის თანასწორთა კოალიცია - ოქტაი ქაზუმოვის გამოსვლა აქციაზე "შინ ევროპისკენ"
დღეს, 24 ივნისს, რუსთაველის გამძირზე აქცია "შინ ევროპისკენ" იმართება. აქციაზე გაჟღერდა დეოლიგარქიზაციის მოთხოვნები და ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატურის შესახებ.

მრავალ გამომსვლელთა შორის იყო ფილოლოგი ოქტაი ქაზუმოვიც.

"მოგესალმებით მეგობრებო. დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ევროპა ჩვენთვის გახადონ როგორც ლიტონი სიტყვა, ვითომ ფუყე, ვითომ არაფრის მომცემი, ისინი თვითონ გვევლინებიან დეზინფორმაციის რუპორებად. არადა, ევროპამ გამოიარა ფარტაზის გული, გამოიარა იოანე ათონელის გული, იდეამ მეგობრობისკენ გამოიარა დავით აღმაშენებლის გული როდესაც მან 80 ბავშვი გაგზავნა ბიზანტიაში განათლების მისაღებად. იდეამ ევროპისადმი გამოიარა სულხან-საბას გული და ყველა ქართველი მეფის გული რომელიც ისწრაფოდა დასავლეთისკენ. იდეამ ევროპისაკენ გამოიარა დავით და იოანე ბატონიშვილების გული, იოანე ხელაშვილის გული რომელიც სოლომონ დოდაშვილის მასწავლებელი იყო, გამოიარა სოლომონ დოდაშვილის გული და გამოიარა დიდი თერგდალეულების გული. გამოიარა 1918 წლის პირველი რესპუბლიკის მესვეურთა გულები და ვინ მიგდია ივანიშვილი და მონანი მისნი რომ სწადიან შეაჩერონ ისტორიული, მარადიული სწრაფვა ჩვენი ქვეყნისა დასავლური ოჯახისადმი, რამეთუ ჩვენ ვართ წევრი დასავლური ოჯახისა. მეგობრებო, დიდი ილიას მგზავრის წერილებში, როდესაც ლეთ ღუნია გულის ტკივილით ამბობს, რომ უწინ ჩვენი თავი ჩვენავე გვეყუდნოდეს და დღეს განმარტავენ ამას, რომ გვეკუთვნოდესო, კი ბატონო, გვეკუთვნოდესაც არის, მაგრამ გვეყუდნოდეს ნიშნავს მხარის აბმას ერთმანეთზე მიყრდნობას, დაყრდნობას, როგორც დღეს ამის ნათელი მაგალითი ხართ თქვენ სწორედ იმ იდეას გულისხმობდა, რომ მოქალაქეთა შორის უნდა იყოს ერთი აზრი, იდეა, მომართულობა, მიზანსწრაფულობა. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთნოდეს არ ნიშნავდა იზოლაციას, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს არ ნიშნავდა ჩვენსავე ნაჭუჭში ჩაკეტვას. პირიქით, კოალიციურობა, აი ეს არის ნამდვილი ძალა და ჩვენ იმიტომ გვინდა ევროპაში, რომ ევროპა არის თანასწორთა კოალიცია, ევროპა არის მოძმე სახელმწიფოთა კოალიცია, ევროპა არის ძმობის კოალიცია. დიდი მადლობა, ასე, რომ მტკიცედ სდგა გამარჯვებით. როგორც ვაჟა ამბობდა, დღეს ვართ იმ ვითარებაში გაღმით შენა ხარ, გამოღმით მე, შუა ჩამოგვდის მდინარეო. დღეს ეს ბარიერი ეს ბარიერი ჩვენსა და ევროპას შორის არის რუსეთუმე მთავრობა და ჩვენ დღეს მოვალენი ვართ ხიდათ ვექმნეთ ჩვენი მომავალი თაობისა, ჩვენ უნდა დავედოთ დღევანდელ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხიდად და უნდა იცოდეთ, რუბიკონი უკვე გადალახულია". - ოქტაი ქაზუმოვი

აქციები საქართველოს პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეფორმების განხორცილებისათვის 6 თვიანი ვადა მიეცა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები