დოხტურიშვილის თქმით, ჩამონგრეული აივნის კორპუსის მაცხოვრებლებისგან მერიაში წერილი არ შემოსულა
მარნეულში, ნარიმანოვის N1 კორპუსის ორი ავნის ჩამონგრევის შედეგად, ორი ქალი გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა გააკეთა. მისი თქმით,  კორპუსის ავარიული მდგომარეობის შესახებ მოსახლებიდან მერიაში განცხადება არ შემოსულა.

„ პირველ რიგში მინდა მივუსამძმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. საბედნიეროდ მოხდა ბავშვის გადარჩენა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსგავსი ტიპის წერილი ავარიულობასთან, კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით მერიაში არ შემოსულა. ეს არის საჯარო ინფრომაცია, ამის გადამოწმება მარტივად არს შესაძლებელი“ განაცხადა გუბერნატორმა

მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა განაცხადა,  რომ მისი ერთწლიანი მერობის პერიოდში, მსგავსი განცხადება კორპუსის მაცხოვრებლების მხრიდან არ ახსენდება. არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით. 

„ერთადერთი ფაქტი, რომელიც იყო დაკავშირებული ამ კორპუსთან, ჩვენ ვგეგმავდით სახურავის შეცვლას, გამოვაცხადეთ ტენდერი და ეს ტენდერიც შედგა. თუმცა კორპუსის მოსახლეობამ უარი განაცხადა წყლის ბაკების დემონტაჟზე. სახურავი ამის გამო ვერ შევცვალეთ. მხოლოდ ეს ფაქტი შემიძლია გავიხსენო“ განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულში, 26 ივნისს, საღამოს საათებში კორპუსის აივნების ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მოსახლება მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ არაერთხელ მიმართეს მერიას შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებ. რა ფორმით იყო ეს მიმართვა, მოსახლება ვერ აკონკრეტებდა მომხდარის ადგილზე ყოფნის დროს.
მომხდარს ემსხვერპლა ორი ქალის სიცოცხე. ორი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა კი  სტაბილურად მძიმეა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები