რა არის კეთილმოწყობასთან/ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი
ყველაზე მნისნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენ ქალაქს/სოფელს აწუხებს?-
ეს კითხვა დაისვა კვლევის ჩატარების დროს ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებაში.
პასუხები კი ეთნიკურ უმცირესობების დასახლებებში ასე განაწილდა
წყლის მომარაგება - 40%
გზები - 27%
ნაგვის შეგროვება -24%
საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა -17%
სკოლების კეთილმოწყობა - 12%
სუფთა ქუჩები -11%
კანალიზაცია -11%
გარემოს დაბინძურება -8%
სათამაშო მოედნები -7%
საზოგადოებრივი ტრანსპორტი -7%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს, 16
სექტემბერს კვლევა გამოქვეყნა.
აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის
მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის
წარმომადგენლობით
პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით).
აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს
მოიცავს. საშუალო
ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.