ფაშინიანი ყარაბაღში მომხდარში რუს სამშვიდობო ჯარს ადანაშაულებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღში მომხდარ უკანასკნელ მოვლენებში რუსეთის სამშვიდობო მისიას ადანაშაულებს.

“თუ სამშვიდობოებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა შეძლეს, რატომ ვერ შეუთანხმდნენ თავდასხმამდე, რომ მთიან-ყარაბაღზე შეტევა არ მომხდარიყო? ჩვენ საკუთარ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუმცა, მეორე მხრივ, ვერ დავხუჭავთ თვალს იმ წარუმატებლობებზე, რომლებიც რუსმა სამშვიდობო ჯარებმა დაუშვეს მთიან ყარაბაღში”, – განაცხადა ფაშინიანმა მოქალაქეებისადმი მიმართვის დროს.

მთიანი ყარაბაღის
იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტულ ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე. 20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა და ამასთან, ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი.


Print ელ. ფოსტა
თეგები: ფაშინიანი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1