ილჰამ ალიევი - მსოფლიოში ბევრი წარუმატებელი, დამოკიდებული ქვეყანაა, რომლებსაც სურთ, ერთდროულად ისხდნენ ორ ან მეტ სკამზე, ემსახურონ რამდენიმე ბატონს, ერთ-ერთი მათგანია სომხეთი
მსოფლიოში ბევრი წარუმატებელი, დამოკიდებული ქვეყანაა, რომლებსაც სურთ, ერთდროულად ისხდნენ ორ ან მეტ სკამზე, ემსახურონ რამდენიმე ბატონს, ერთ-ერთი მათგანია სომხეთი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ცენტრალური აზიის ეკონომიკებისთვის გაერო-ს სპეციალური პროგრამის (SPECA) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევის თქმით, ასეთ ქვეყნებს სურთ, უფრო დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების ასპარეზად იქცნენ.

„ასეთ ქვეყნებს, არ შეიძლება, ვუწოდოთ დამოუკიდებლები ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. ასეთი ქვეყნების პოლიტიკა არ არის დამყარებული ხალხის ნებაზე, მათი ბედი უცხოელი სპონსორების ხელშია, ხოლო SPECA-ს წევრი ქვეყნები მართლაც დამოუკიდებელი ქვეყნებია, რადგან ისინი ატარებენ დამოუკიდებელ საგარეო და საშინაო პოლიტიკას“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები