მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის
პირველი მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სხდომის პარალელურად,
კანცელარიასთან რამდენიმე აქცია იმართება.
მთავრობის ადმინისტრაციასთან 10 საათიდან შეიკრიბნენ მოძრაობა
„ნაბიჯის” წარმომადგენლები, ახალგაზრდები ბანერებით – „ირაკლი
გავრილოვიჩი”. მიიტანეს ფოტოები, სადაც კობახიძე და სერგეი გავრილოვია
გამოსახული.
„მას [კობახიძეს] აქვს წარსულის ბევრი ცოდვა, მან
გავრილოვი ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, მას აყრიან
რუბლებს სტუდენტები უნივერსიტეტში, ის იქნება ბოლო პრემიერი, რომელიც
ჰყავს „ქართულ ოცნებას”, – ამბობენ აქციის
მონაწილეები.
მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქციის გამართვას გეგმავენ
ონკოპაციენტებიც.
ონკოპაციენტები მოითხოვენ, გაუქმდეს ლიმიტი – 25 000 ლარი, რომლითაც
სახელმწიფო წელიწადში 1 ონკოპაციენტის მკურნალობას აფინანსებს.