საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელი ორგანიზაციების”
შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს
ადამიანის უფლებათა კომიტეტი ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი
„სერიოზული საფრთხეა“ გამოხატვის თავისუფლებისთვის.
“საქართველო: ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაიწვიონ
კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე
მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას “უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ
საფრთხეს წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების
თავისუფლებისთვის”, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის
პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.