სამინისტროს თანახმად, რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებაზე განაცხადი 469 ორგანიზაციამ გააკეთა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილის თანახმად , კანონის რეესტრში დარეგისტრირება ნებაყოფლობით 469 ორგანიზაციამ მოითხოვა.

ტყეშელაშვილის თქმით, დღის ბოლოს უწყება მსურველთა საბოლოო რიცხვსაც დაასახელებს. ამჟამინდელი მონაცემით კი, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში დარეგისტრირება 31 ათასზე მეტი ორგანიზაციიდან 2%-ზე ნაკლებმა მოინდომა.

„რაც შეეხება სტატისტიკას, ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთან მომართული აქვთ შესაბამისი განცხადებით 469 ააიპ-ს. ამასთან, ამ წუთსაც კი, იუსტიციის
სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიცხვი და ჩვენ დღის ბოლოს, საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის“,
– თქვა მან „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ნებაყოფლობითი მიმართვის ვადა ამოიწურა, „უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ“.

„დღეს სრულდება ვადა. არ მინდა ეს იყოს გაგებული, რომ საერთოდ სრულდება ვადა ჩვენთან მომართვის. სრულდება ნებაყოფლობით მომართვის ვადა, თუმცა, ხვალაც, ზეგაც და შემდგომაც მათ რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, იქნება უკვე არანებაყოფლობით მომართვა და უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ, იმ კუთხით, რომ გამოიწვევს გარკვეულ ჯარიმას, ვადის დარღვევით მომართვის შემთხვევაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი, რომ განმეორებით ქმედებებს არ ჰქონდეს ადგილი და გაგრძელდეს თანამშრომლობა უწყებასთან, სახელმწიფოსთან და უზრუნველყოფილი იყოს კანონის მიზანი“, – ამბობს იგი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456