ევროპარლამენტარი: ბიძინა და ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია
“დიდი ბოდიში ქართველებო, მაგრამ ბიძინა და ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია”, — განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიანემ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე (“გარდამტეხი წელი”).

იუკნევიჩიანეს თქმით, საქართველო მოწინავე იყო რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ახლა რეგიონში სომხეთი უფრო წინაა. მან ასევე არ გამორიცხა, ბრიუსელში დაიწყოს მსჯელობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.

„დებიძინიზაციის გარეშე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ და მიყვარს ქართველი ხალხის დამოკიდებულება, მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ყოფილა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ევროკავშირის მხრიდან ეს უფრო იყო ქართველი ხალხის წახალისება, რომ არ დანებდნენ. აქ სიტუაცია უფრო უარესდება და არ მგონია, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ დებატები უვიზო მიმოსვლაზე“, — განაცხადა იუკნევიჩიანემ.


Print ელ. ფოსტა
თეგები: პოლიტიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123