ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიხუნ ნარზალოვი
პოლიტიკაში ერთვება.
ის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
პროპორციულ სიაში შეიძლება მოხვდეს.
ჯეიხუნ ნარზალოვმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ
პოლიტიკაში ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და "გამჭვირვალობის
შესახებ" რუსული კანონის მიღებამ გადააწყვეტინა. ამბობს, რომ ამ
გადაწყვეტილების მიღება მისთვის ადვილი არ იყო.
„აქამდე მე პირადი გეგმები მქონდა. მაგრამ ქვეყანაში
შექმნილმა პოლიტიკური მდგომარეობამ, სახელმწიფოს მიერ შერჩეულმა
სტრატეგიამ, მიღებულმა კანონპროექტებმა, არასამთავრობო
ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონი, არ ვიცი, აგენტების შესახებ
კანონი თუ სხვა. ბევრი რამეა რამაც მაიძულა ამ გზის არჩევა. იმიტომ,
რომ ვნახე მარტო ჟურნალისტიკაში და ჩემს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაცია
„წითელი ხიდის“ მეშვეობით წინ წასვლას ვერ ვახერხებთ. დღეს ჩემი
ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი პოლიტიკაში ჩართვაა. ამიტომ
გადავწყვიტე, რომ შეთავაზება დავაფასო. სიმართლე გითხრათ, აქამდე სხვა
პარტიებიდანაც იყო შეთავაზებები, არ დავთანხდმი. შემდეგ ბევრი
ვიფიქრე. ჩემთვის ძალიან რთული იყო წლების განმავლობაში ინვესტიცია
ჩადებული პროფესიის მიტოვება და სხვა სფეროში გადასვლა. სხვა სფეროში
გადასვლა ჩემთვის მძიმე საკითხია. ბევრი საკითხი იყო დამაბრკოლებელი.
ადვილი არ იყო. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ამ გზაზე ვიბრძოლო. ამ
არჩევნებზე ისეთი ბრძოლა მიმდინარეობს, რომ სამშობლოსთვის, ხალხისთვის
ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მე ვთქვი რომ სამშობლოს, საქართველოსთვის,
აზერბაიჯანელი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ეს უნდა მივიღო.
იმიტომ, რომ არის შესაძლებლობა რომ მათი ხმა უფრო სიმაღლიდან,
პარლამენტიდადნ ისმოდეს“.
ნარზალოვის თქმით მან პარტია ენმ-დან შეთავაზება მიიღო. აცხადებს, რომ
უახლოეს დღეებში შეთავაზებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას
მიიღებს.
„მმართველი პარტიიდან შეთავაზება რომც მოსულიყო არ
მივიღებდი. მათგან არ მიმიღია შეთავაზება. მაგრამ ადრე სხვა
პარტიებიდან შეთავაზებები იყო და არ მივიღე. იცით, რომ სხვა პარტიებში
უკვე წარმომადგენლები არიან. ეს „ლელო“ და „ახალი“-ა. ჩვენ გვყავს
აგილი, როგორც ძმა. ძალიან დიდ პატივს ვცემ მას. ის ჩემთვის
სამაგალითო ახალგაზრდაა. არის ოქტაი რომელსაც დიდი პატივს ვცემ.
გახარიას პარტიასაც განსხვავებული პოლიტიკა აქვს. ყოველ შემთხვევაში
წარსულში ქვეყნისთვის კარგი საქმეების შემსრულებელი 5 ნომერი, ენმ-ს
საქმიანობაც გავითვალისწინე და ბოლოს პარტიაში ჩართულობა გადავწყვიტე.
უკვე ჩართვის პერიოდში ვარ. ჯერ განხილვები მიმდინარეობს. მე თანხმობა
მაქვს მაგრამ ბოლო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ახლო დღეებში ბოლო
გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწოდებ. ჯერ
კიდევ მოლაპარაკებები მიდის, თუ სიაში რომელი ნომერი
ვიქნები".
ჯეიხუნ ნარზალოვის თქმით, ის ჯერ კიდევ ჟურნალისტად მუშაობს.
პოლიტიკაში თუ წავიდა ჟურნალისტიკას დატოვებს.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკაში თუ ვარ ჟურნალისტიკის დატოვება
მომიწევს. ჟურნალისტიც და პოლიტიკოსიც ვერ ვიქნები ერთდროულად. მაგრამ
ჯერ ჟურნალისტი ვარ. არასამთავრობოს თავმჯდომარეობა რომ გავაგრძელო ეს
ქვეყნის პოლიტიკაზე, ჩატარებულ არჩევნებზეა დამოკიდებული. დიდი
ვარაუდით, ღმერთის დახმარებით, ეს ხელისუფლება შეიცვლება.
ხელისუფლების შევლის მერე ეს კანონიც გაუქმდება. შემდგომ
არასამთავროების იმიჯი დაბრუნდება. მეც რაც შემიძლია გავაკეთებ, რომ
მსგავსი ორგანიზაციების მუშაობა არ შეჩერდეს. ერთ-ერთი მათაგნი კი
"წითელი ხიდია". არასამთავრბოებმა ახალგაზრდების განვითარებაში დიდი
როლი ითამაშა“.
აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტი არჩევნები
ჩატარდება. პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო აგიტაცია უკვე
დაიწყეს.