„რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ წარწერის გამოფენის გამო ორგანიზაცია 1500 ლარით დააჯარიმეს
ოზურგეთში ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპროტესტო ბანერის გადმოფენის გამო 1500 ლარით დააჯარიმეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ეს იყო „არასათანადო რეკლამა“.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არასათანადო რეკლამის განთავსება ისჯება ჯარიმით. „რეკლამის შესახებ“ კანონით არასათანადო რეკლამაა: არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ორგანიზაციის
ოფისში დაახლოებით 15:00 საათზე მივიდნენ. უწყების თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ისინი ვალდებული არიან რეაგირება მოახდინონ.

„საპროტესტო ბანერისთვის, რომელიც გვაქვს ჩვენი ოფისის აივანზე გადმოფენილი, გვედავებიან, რომ დავარღვიეთ კანონი. თან ზედამხედველობის სამსახური დაგვემუქრა: თუ არ ჩამოიხსნით ყოველდღე მოვალთ და დაგაკისრებთ ჯარიმასო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელმა ოთარ რევიშვილმა.

ორგანიზაცია კოალიცია „ჩემი ხმის“ წევრია. რევიშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნებისთვის თავად ამ კოალიციამ აღმოაჩინა არაერთი დარღვევა, რომელიც „არჩევნების მოპარვაზე“ მიანიშნებს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345