„არაფერი შეიცვლება ივანიშვილის სასიკეთოდ“ — ნიკა მელია ტრამპის გამარჯვებაზე
პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილებასა და საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის განვითარების პერსპექტივებს აფასებს. მისი თქმით, „გამყალბებელი ხელისუფლება“ აშშ-ის არცერთი ადმინისტრაციისთვის მისაღები არ იქნება.

„აშშ-ის სამართლებრივი სისტემა, პოლიტიკური სისტემა ისე არის მოწყობილი საუკუნეების განმავლობაში, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება ადმინისტრაციის დონეზე ნიშნავს უბრალოდ მეტი ტემპით, სიახლით, ენერგიით ტრადიციული პოლიტიკის განხორციელების გაგრძელებას, საგარეო პოლიტიკური კურსის ჩათვლითაც. არაფერი
დრამატულად არათუ არ შეიცვლება ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით, თუ რამე შეიცვლება, შეიცვლება მხოლოდ უკეთესობისკენ.

გამყალბებელი ხელისუფლება არც ტრამპის ადმინისტრაციისთვის, არც ბაიდენის ადმინისტრაციისთვის და არც მომავალში ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციისთვის არ იქნება მისაღები. იმიტომ, რომ აშშ საუკუნეების განმავლობაში ავრცელებს და ტირაჟირებს დემოკრატიასა და დემოკრატიულ ფასეულობებს.

ივანიშვილის ხელისუფლება ზღუდავს ამ ქვეყანაში დემოკრატიას და ცდილობს დაამკვიდროს რუსული ოლიგარქია. ეს არის ოქსიმორონი. მათ შორის თანამშრომლობა ვერ შედგება ქართველი ხალხის ხარჯზე. ქართველ ხალხს ეყოლება ისეთივე მხარდამჭერი ამერიკელების სახით, როგორიც ჰყავდა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. ამაში ვარ ძალიან დარწმუნებული. ოცნებაც დარწმუნდება უახლოეს პერიოდში. არაფერი შეიცვლება ივანიშვილის სასიკეთოდ. მას აქვს ჩადენილი კრიმინალური აქტი და ამ კრიმინალური აქტის წაშლას ის ვერ მოახერხებს. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში მე მაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური რეალობა ელოდება ივანიშვილს“, — თქვა ნიკა მელიამ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345