„შენ აქ რა გინდა თათარო“ - ადვოკატის თქმით ეთნიკურად აზერბაიჯანელის დაკავებისას მასზე იძალადეს
3-4 დეკემბრის ღამეს თბილისში გამართულ აქციაზე საგარეჯოში მცხოვრები ელვინ კარიმოვი დააკავეს და სცემეს. როგორც მისი ადვოკატი აიჰან ჰასანლი ჩვენთან საუბარში განმარტავს, კარიმოვს 10-მდე სპეცრაზმელმა სცემა, ჩამოართვეს მობილური ტელფონი და მანქანის გასაღები. მისივე თქმით, სპეცრაზმმა ელვინ კარიმოვს უთხრა, რომ უფლებები აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, ილჰამ ალიევისგან მოეთხოვა.

„როგორც ელვინი ამბობს, უცბად გამოჩდნენ და დამაკავესო. არც იცის რეალურად რატომ დააკავეს. ის
არც წინააღმდეგობას უწევდა და გაუგებარია თუ რატომ დააკავეს. დაკავების შემდეგ გადაიყვანეს მანქანაში და მანქანაში ცემდა მას ათამდე სპეცრაზმელი. სასტიკად არის ნაცემი, სახის არე აქვს დაზიანებული, ცხვირი, თვალები აქვს დალურჯებული, როგორც ამბობს ფეხს ურტყავდნენ ზურგის არეში და ასევე კუჭის არეში. სახეზე ტუჩებიც აქვს დაზიანებული და აღენიშნება სისხლის კვალი.
მას ასე მიმართავდნენ „შენ აქ რა გინდა, მიდი და ილჰამ ალიევს მოთხოვე შენი უფლებები, შენ აქ რა გინდა თათარო“. აი, ასეთი დამოკიდებულებით ეპყრობოდნენ მას“.
- აცხადებს ელვინ კარიმოვის ადვოკატი აიჰან ჰასანლი

როგორც აიჰან ჰანსანლი განმარტავს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ ეტაპზე ელვინ კარიმოვი კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ადვოკატის თქმით, დაკავებულთან შესული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.

უკვე 7 დღეა რაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს მთავრობის მიერ ევროატლანტიკური კურსის ცვლილების გამო.

რუსთაველზე, პარლამენტის წინ, გამართული აქციები ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა სასტიკად დაარბიეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ ურტყავენ ძალოვნების ჯგუფი აქციის მონაწილეებს. პროტესტის მონაწილეებს ძირითადად სახის არეში ურტყავენ, ისინი აცხადებენ, რომ დაკავებისას მათზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობენ. ამ დროისათვის ასობით მოქალაქეა დაპატიმრებული და დაშავებული ძალოვანი უწყებების მხირდან. აღსანიშნავია, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები გამიზნულად ესხმიან თავს ჟურნალისტებსაც. აქციების გაშუქებისას ათობით ჟურნალისტი დაშავდა.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12