რუსთავი 2-ს ინფორმაციით, პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო
ელისაშვილი დააკავეს.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ელისაშვილი
"საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარეზე ალი
ბაბაევზე თავდასხმისთვის
არის დაკავებული.
შსს-ზე დაყრდნობით ტელეკომპანია წერს, რომ ალეკო ელისაშვილი სისხლის
სამართლის კოდექსის 156 მუხლის მეორე ნაწილითაა დაკავებული, რაც
ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.