„საქსტატი“ მოსახლეობის აღწერის ვადებს ახანგრძლივებს
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები ხანგრძლივდება. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა კითხვარის შევსებაზე, ნაწილთან კომუნიკაცია კი უხვი ნალექის გამო ვერ მოხერხდა.

„მიმდინარე პროცესში თბილისის მოქალაქეთა ნაწილი კარს არ უღებდა მასთან სახლში მისულ "საქსტატის" წარმომადგენლებს, რაც გარკვეულწილად აფერხებდა მონაცემების შეგროვებას. გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში გასული დღეების განმავლობაში მოსულმა
უხვმა ნალექმა, რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეაფერხა მონაცემთა შეგროვების პროცესი. აქედან გამომდინარე, ასევე მოქალაქეთა თხოვნიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება“,
- თქვა „საქსტატის“ ხელმძღვანელმა.

20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, „საქსტატის“ ვებსაიტზე თვითრეგისტრაციის მეთოდით უპასუხოს კითხვებს.

საქართველოში მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. პროცესი 14 ნოემბერს დაიწყო და 19 დეკემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ვადები გახანგრძლივდა.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები