რას ნიშნავს მაგნიცკის სანქციების ქვეშ მოხვედრა?
1. თუ დასანქცირებულ პირებს აქვთ ქონება, საბანკო ანგარიშები, ან
რაიმე სახის აქტივები, რომლებიც იმყოფება ამერიკის შეერთებული
შტატების ტერიტორიაზე ან აშშ-ის იურისდიქციაში, ეს აქტივები
გაიყინება;
2. ამერიკული ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები ან საერთაშორისო
ინსტიტუტები, რომლებიც აშშ-ს ფინანსურ სისტემას იყენებენ, ვერ
განახორციელებენ მათ ანგარიშებზე ტრანზაქციებს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ისინიც მოექცევიან იგივე სანქციების ქვეშ;
3. მათ შესაძლოა სცადონ გადარიცხვები იმ ბანკების მეშვეობით, რომლებიც
არ იყენებენ აშშ-ის საფინანსო სისტემას, თუმცა პრაქტიკაში ეს მეტად
რთული იქნება, რადგან გლობალური ფინანსური სისტემა მჭიდროდაა
დაკავშირებული ამერიკულ ბაზართან. ბევრი საერთაშორისო ბანკი უფრთხის
სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას, რომ
მათაც არ დაემუქროთ
შეზღუდვები ან სანქციები.