აზერბაიჯანის საქართველოში ელჩი ნამიგ გულიევი, სოფელ
არახლოში(ნახიდური) ჩავიდა,
სადაც 30 დეკემბერს მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი
არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ელჩმა ადგილზე მყოფი ოჯახები მოინახულა
და მათ მდგომარეობაში გარკვევა სცადა.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს,
„დღემდე მთავრობის წარმომადგენლებიდან არავინ ჩასულა ადგილზე,
სოფელში ისევ პოლიციის ეკიპაჟი მორიგეობს. ამ შემთხვევაში ელჩს
მადლობის გარდა არაფერს ვამბობ.“
სამირა ბაირამოვა
აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიდგომა ეთნიკური
უმცირესობების მიმართ კვლავ ზედაპირული და გაუცხოების პოლიტიკას
ჰგავს:
„ელჩს გაუგზავნეს გარკვიოს რა ხდება და პრობლემი როგორ
შეიძლება მოაგვარონ შერიგებით. თვითონ რატომ არ მიდიან? თავისი
მოქალაქესთან რატომ 600 კმ-დან ლაპარაკობენ? დმანისის მოვლენების დროს
რა სტანდარტი იყო, იგივეა ახლაც.
კიდევ კითხვები იბადება – ეთნიკური უმცირესობები რატომ ვერ
ინტეგრირდებიან და რატომ ხდება ასე რეგიონში? ეს ზედაპირული და
გაუცხოების პოლიტიკა ანგრევს სახელმწიფოს!“ – წერს
ბაირამოვა.
30 დეკემბერს სოფელ არახლოში მთვრალი მძღოლი ორ არასრულწლოვანს
დაეჯახა, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. შემთხვევის შემდეგ სოფელში
პროტესტი დაიწყო.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება
არ გამოიხატა.
ამ ეტაპზე, მძღოლი დაკავებულია, ხოლო სოფელთან პოლიციის ეკიპაჟი
განაგრძობს პატრულირებას.