ილჰამ ალიევმა სომხეთს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა, რომელიც რეგიონში
უსაფრთხოებას უთხრის ძირს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთი "შინაარსობრივად ფაშისტური
სახელმწიფოა", იმიტომ, რომ "30 წლის განმავლობაში (სომხეთის)
მმართველები ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ".
"ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის
ხელმძღვანელობა გაანადგურებს, ან ჩვენ. სხვა გამოსავალი არ
გაგვაჩნია". –
თქვა ალიევმა აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან
ინტერვიუში.
ალიევის განცხადება მიუთითებს ურთიერთობის სავარაუდო ესკალაციაზე
ბაქოსა და ერევანს შორის, რომლებიც ერთ წელზე მეტია სამშვიდობო
შეთანხმების მიღებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.