მოსამართლე თარაშვილმა ანრი კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა 26 წლის ანრი კვარაცხელია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა ედება ბრალად.

მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა 26 წლის ანრი კვარაცხელია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა ედება ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა
დაკავებულის გირაოთი (10 ათასი ლარი) გათავისუფლებაზე.

პროკურორმა როინ ხინთიბიძემ თქვა, რომ მიმალვისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს ხედავდა.

„ის, რომ ბრალდებულებს შეუძლია ქუჩაში, სადაც პოლიციელების გარდა სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, ისროლოს „მოლოტოვის კოქტეილი“ ისე, რომ სხვებს შეუქნის საფრთხეს - ეს მიუთითებს პიროვნების ხასიათზე და ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ის განმეორებით დანაშაულს ჩაიდენს“, - თქვა პროკურორმა.




ანრი კვარაცხელიას ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ისაუბრა საქმეში არსებულ მოწმის ჩვენებეზე:

„ჩვენებები შინაარსობრივად აცდენილია და არ ასახავს ბრალს, ხელს არ ადებენ, რომ ანრი კვარაცხელიამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელა“.

ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის შედეგი დააყენა ეჭვქვეშ. მისი თქმით, ექსპერტმა ანზორ კვარაცხელია ამოიცნეს საქმეში არსებული პირველი ვიდეოჩანაწერიდან ამოღებულ კადრში, მეორე კადრი კი სადაც პირს სახე დაფარული აქვს, არ შეუსწავლია.




მოსამართლე თარაშვილმა თქვა, რომ არ არსებობდა ახალი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა:

„არ არის აუცილებელი ვინმეს სახით გვქონდეს დაზიანება, მომეტებული საფრთხის დანაშაულია“.




გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ანრი კვარაცხელიამ დაკავების შემდეგ აღიარა, რომ მან ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. მისი ადვოკატის თქმით, ის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო და აღიარებითი ჩვენების დაწერის დროს ადვოკატი არ ახლდა.
წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები