ჩეხეთმა საქართველოს 3 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს,
საუბარია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელზე,
რომლებიც
პირდაპირ არიან პასუხისმგებლები პროტესტების ბრუტალურ
დარბევებზე.
“უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია მოძალადეებზე და
ჩვენ არ გვსურს მათი ჩეხეთში ნახვა”, – აცხადებს ჩეხი
მინისტრი.