პოლიციამ დააკავა რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის პოლიტიკოსი ნიკა მელია და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა
თბილისში, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლთან", პროტესტის დროს სამანქანე გზა თითქმის მთლიანად გადაიკეტა. პოლიციამ დააკავა რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის პოლიტიკოსი ნიკა მელია და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური დეპარტამენტის დირექტორი "ხარება", რომელსაც დაკავებული პირები მიჰყავდა სპეცრაზმელებთან ერთად. თვითმხილველთა ცნობით, ხარება დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებოდა და მათ ფეხს ურტყამდა.

აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვა
არ გამოუვიდათ, რადგან "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ აღმაშენებლის ხეივანის გადაკეტვის დაანონსების შემდეგ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ხეივნის ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტთა ნუსხაში შეიყვანეს. ახალი კანონის თანახმად, აღნიშნული ტერიტორიის საავტომობილო გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია და 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, რომლებიც აქტივისტებს გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ვისაც კი მცდელობა ჰქონდა, აკავებდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ და პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავდათ.

დაძაბულობის შედეგად, დემონსტრანტებმა პროტესტი აღმაშენებლის ხეივნიდან რუსთაველის გამზირზე გადაიტანეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები