„ქართული ოცნების“ პარლამენტი გეგმავს დემონსტრაციების შესაზღუდად
გაამკაცროს კანონმდებლობა.
კერძოდ, გაზარდოს ჯარიმები და პატიმრობის ვადა. ამის შესახებ პარტიაში
გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა
მდინარაძემ განაცხადა.
- ადამიანს წვრილმანი ხულიგნობისთვის, რომლის გამოც პოლიცია არაერთ
დემონსტრანტს აკავებს ხოლმე აქციებზე, კიდევ უფრო დიდი ჯარიმა
დაუწესდება (მოქმედი კანონმდებლობით 500-დან 1000 ლარამდე
ჯარიმაა);
- წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც;
- ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად განისაზღვრება საქმიანობასთან
დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი
შეურაცხყოფა;
- წინასწარი ნებართვის გარეშე აკრძალულია აქციების გამართვა კერძო
საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში (მაგალითად, სავაჭრო
ცენტრებში);
- ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება აქამდე ისჯებოდა
მხოლოდ ჯარიმით - დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;
- პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მუქარისა და
ძალადობისთვის სასჯელი დამძიმდება და 5 წლიდან 6 წლამდე პატიმრობით
დაისჯება.
„დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის პირველ ნაწილს, რომელიც
უკვე დაინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, ეს
პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავს მოხვეული
ნორმები, სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების და გამართულად
აუცილებელი ნორმების მიღებით“, - თქვა მამუკა
მდინარაძემ.
უკვე 68-ე დღეა საქართველოში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი
არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. „ქართული ოცნება“ დემონსტრაციების
შესაზღუდად კი აწესებს სანქციებზე და ზრდის ჯარიმებს.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება,
ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება. ირაკლი კობახიძემ
მთავრობის სახელით ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ათეულობთ
საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა აკრძალა.