დღეს, 30 ივნისს, ალექსანდრე წულაძემ გაავრცელა განცხადება, რომლის
თანახმადაც,
ის პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.
წულაძის თქმით, მინისტრობის პერიოდში სამინისტროში არაერთი
მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა, რომელთაგან ბევრი განათლების
ხარისხის ამაღლებას ემსახურებოდა:
„სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, განათლების ყველა
საფეხურზე ხარისხის ზრდის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი
ინიციატივა განვახორციელეთ. ასევე დავიწყეთ მუშაობა ნოვატორულ
პროექტებზე, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი
უზრუნველყოფს“, – ნათქვამია მისი განცხადებაში.
ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს,
პრემიერს, კოლეგებს და სამთავრობო გუნდს:
„
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი განათლების სამინისტროს
თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ქვეყნის უკეთეს
მომავალს. მადლობა პრემიერ-მინისტრს, კოლეგებს და მთელ სამთავრობო
გუნდს, ვისთან ერთადაც საქართველოს სასიკეთოდ მუშაობის შესაძლებლობა
მქონდა“.
წულაძე განათლების მინისტრად 2024 წელს დაინიშნა. ჯერ უცნობია, ვინ
შეცვლის მას ამ თანამდებობაზე.