შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება
დაიწყო.
უწყება წერს, რომ „მოქალაქეებს შორის” მომხდარი დაპირისპირების
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას
გულისხმობს.
„ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო
მოქმედებებს ატარებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების” შტაბთან
„ოცნების” პარტაქტივი აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. ფიზიკურად
იძალადეს ჟურნალისტებზეც, ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის
განხორციელებაში, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს ტექნიკაც.