ვინ არიან “ლელოს” მაჟორიტარი კანდიდატები მარნეულის ოლქებში
პარტიამ "ლელო - ძლიერი საქართველო" მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატების სია წარადგინა. 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია "ლელოს" პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, აგილ მუსტაფაევმა სოციალურ ქსელში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სია გამოაქვეყნა.

"ლელოს" მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

ანა საფაროვა - ქ.მარნეულის N2 ოლქი
ელნურ ნაბიევი - ქ.მარნეულის N3 ოლქი
ნამიგ ბაირამოვი - ალგეთის თემი
ფარილ აგაჯანოვი - ახკერპის

თემი
ნიზამი მამედოვი - დამია-გეორარხის თემი
ეკატერინე ფარეხელაშვილი - თამარისის თემი
ჯეიხუნ ახმედოვი - კასუმლოს თემი
ზურაბი სხირტლაძე - წერეთლის თემი
ადილხან ნაიბოვი - სადახლოს თემი
გიულმამედ კასუმოვი - კაპანახჩის თემი
შამილ ხალილოვი - ქუთლიარის თემი
ბახდიიარ გუმბატოვი - კაჩაგანის თემი
კარა ორუჯევი - ყიზილაჯლოს თემი
გუმბატ ჯალილოვი - ყულარის თემი
ჯეიხუნ კარაევი - შულავერის თემი
შოთა ხორბალაძე - წერაქვის თემი


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის 20 მაჟორიტარული ოლქიდან ოთხში მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა კანდიდატები. ყველაზე მეტი, 3 მაჟორიტარი კანდიდატი, თამარისის თემშია დარეგისტრირებული.

20-დან 4 ოლქში კანდიდატი მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. 20-დან 15 ოლქში "ქართული ოცნების" და "ლელო-ძლიერი საქართველოს" კანდიდატები დაუპირისპირდებიან, ხოლო 20-დან 1 ოლქში "ქართული ოცნების", "ლელო - ძლიერი საქართველოს" და "კონსერვატორები საქართველოსთვის" კანდიდატები არიან დარეგისტრირებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები