ზურაბ ზვიადაურს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა მის პატიმრობას მოითხოვს
ვეტერან სპორტსმენს, “ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ბრალი უკვე წარუდგინეს. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

უწყება ზვიადურს ედავება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარებას.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (.38 Special ) კალიბრის ,,WEBLEY SCOTT LTD” კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ექვსი

ქარხნული წესით დამზადებულ, 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,
– წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები