ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის
ადმინისტრაციის ყოფილ
ხელმძღვანელს,
რამიზ
მეხტიევს, აღკვეთის ღონისძიების სახით 4-თვიანი შინაპატიმრობა
შეუფარდა.
გადაწყვეტილება მიღებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ბრალდებებზე
დაწყებული საქმის ფარგლებში.
მედიის ცნობით, მეხტიევი ბრალდებულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის
კოდექსის სამ მუხლით:
მუხლი 278 — სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი ხელში ჩაგდება ან
მისი შენარჩუნება;
კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი ცვლილება;
მუხლი 274 — სახელმწიფო ღალატი;
მუხლი 193 — ყალბი მეწარმეობა
სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და განსაზღვრა შინაპატიმრობა
ოთხი თვის ვადით.