სახმელეთო საზღვარი დაკეტილია- როგორ წავიდეთ ბაქოში და რა ჯდება მგზავრობა
ბაქოში მგზავრობა დღეს - რა შეიცვალა და როგორ დავგეგმოთ

წლების განმავლობაში მარნეულში, ფოსტის შენობასთან, დიდი ავტობუსების გაჩერება ყველას ახსოვს: აზერბაიჯანში გამგზავრება 30 ლარად იყო შესაძლებელი. იმავე ხაზებით იგზავნებოდა ამანათები, მცირე ბიზნესიც იაფ ლოჯისტიკაზე იდგა. სხვებისთვის არსებობდა გრძელი, მაგრამ ნაკლებად დამღლელი ალტერნატივა - მატარებლის კუპე, დაახლოებით, 80 ლარად. თვითმფრინავი მაშინ ძვირ და „ელიტურ“ ვარიანტად ჩანდა.

2020 წლიდან

რეალობა შეიცვალა. პანდემიით დაწყებულმა რეჟიმმა პრაქტიკულად დახურა აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები და ქვეყანაში მოხვედრა მხოლოდ საჰაერო გზით გახდა შესაძლებელი. 2025 წლის შემოდგომაზეც, სპეციალური კარანტინის რეჟიმი გრძელდება - სახმელეთო საზღვრები დახურულია 2026 წლის დასაწყისამდე.

ამასობაში გაიზარდა რეისების რაოდენობა თბილისსა და ბაქოს შორის. დღე-ღამეში, როგორც წესი, 4–5 პირდაპირი რეისი არის, თუმცა ზუსტი სიხშირე კვირის დღეზეა დამოკიდებული.
ამ ცვლილებამ ბევრის გამოცდილებაც შეცვალა: ვინც საზღვართან - კახეთის მხარეს ან აზერბაიჯანის მხარეს (თოვუზი, განჯა) ცხოვრობს, ხშირად უწევს ბაქოში ჩაფრენა და შემდეგ შიდა გზით „უკან“ მგზავრობა. ბილეთების ფასზეც ხშირად ჩივიან - ზაფხულის პიკში ისინი ოთხას-ხუთას ევროსაც უახლოვდება, მაშინ როცა უფრო მშვიდ პერიოდებში იოლია გაცილებით იაფად ბილეთის მოძებნა.



მოკლე გზამკვლევი დაგეგმვისთვის


როგორ და როდის ვეძებოთ ბილეთი

  • იფიქრე მოქნილ თარიღებზე (±2–3 დღე) - ფასები მკვეთრად იცვლება კვირის შუა დღეებში და დილა/გვიან ღამით.

  • შეადარე ოფიციალური საიტი და აგრეგატორები - ზოგჯერ განსხვავება თვალსაჩინოა.

რა ჯდება დღეს

თბილისი ➜ ბაქო: ეკონომ-კლასი ბარგის გარეშე ხშირად იწყება დაახლოებით 170–190 დოლარიდან;

23 კგ ჩასაბარებლით — დაახლოებით 200 დოლარიდან;

32 კგ-მდე პაკეტი — დაახლოებით 220 დოლარიდან;

დაბრუნება (3 დღის მერე) ხშირად არის დაახლოებით 64–87 დოლარი, დღევანდელი დღის მონაცემებით ოფიციალურ საიტზე.
ამ გათვლებით ერთი მგზავრის ორმხრივი ბილეთი 240-დან 280 დოლარამდე მერყეობს (დროისა და დატვირთვის მიხედვით).
შენიშვნა ბარგზე: AZAL-ის ტარიფებში „Economy Budget“ — ჩასაბარებელი ბარგის გარეშე, „Economy Classic“ — 1×23 კგ, „Economy Plus“ — 1×32 კგ.



რა გზებია დღეს ბაქომდე რეალურად


ბაქოში მოხვედრა მხოლოდ საჰაერო გადაყვანითაა შესაძლებელი - (TBS⇄GYD; ფრენის საშუალო დრო ~1სთ 10წთ).

სარკინიგზო (BTK) — სამგზავრო მიმართულება ამ ეტაპზე არ მუშაობს; რკინიგზა ფუნქციონირებს ძირითადად სატვირთოდ.

სახმელეთო შესვლა აზერბაიჯანში — დახურულია (სპეცრეჟიმი გრძელდება 2026 წლის დასაწყისამდე).

გამოსვლა აზერბაიჯანიდან (მაგ., წითელი ხიდით) - ზოგიერთ შემთხვევაში აზერბაიჯანის სახმელეთო გზით დატოვება შესაძლებელია თუ ხართ საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქე. წესები შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ მგზავრობის დაგეგვამდე გადაამოწმეთ ინფომაცია.

როგორ დავზოგოთ თანხა

თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, აირჩიეთ მხოლოდ ხელბარგი - ყველაზე იაფი პაკეტია.
წინასწარი ყიდვა და შუა კვირის რეისები ხშირად იძლევა საუკეთესო ფასს.
თარიღის მცირედი გადანაცვლება ხშირად ათეულობით დოლარს ზოგავს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები