საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი [კაია] კალასი ამბობს,
რომ ევროკომისია წარადგენს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ
ანგარიშს, სადაც ეწერება, რომ ახალი წესები [უვიზოს] შეჩერების
გამარტივებაზე ძალაში ნოემბრიდან შევა. [კალასი] მიანიშნებს, რომ
შეიძლება ეს საქართველოს ზოგიერთ სექტორს შეეხოს.
წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ წესებს,
რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის
შეჩერების პროცესს გაამარტივებს.