ჰოროსკოპი
17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
აზრთა გაცვლის, კონტაქტების დღეა. ინფორმაციის წყარო შეიძლება გახდეს ინტერნეტი. კარგი დღეა მიტოვებული მიმოწერის, სწავლის, აქაუნტების აღსადგენად.
14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თუ ყველაფერს სწორად აკეთებდით, დღეს შემოწმებას კარგად გაართმევთ თავს. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. აგრეთვე, ღრუბლებში ფრენას.
13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თქვენს ცნობისმოყვარეობასა და აზარტულობას ბოლო არ უჩანს. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო ადამიანებს და ორიგინალურ იდეებს.
12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თუ არავინ გაგაკონტროლებთ და თავზე არ დაგადგებათ, უკეთ შეასრულებთ ვალდებულებებს. მარტივად დაამარცხებთ კონკურენტებს, კომპიუტერული თამაშების დროსაც კი.
11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ნუ ეძებთ საფრთხეს იქ, სადაც ის არაა. ნუ გგონიათ, რომ გარშემო ყველა გატყუებთ. ეცადეთ, უსაფუძვლო შიშებს აყოლილმა სწორი გზიდან არ გადაუხვიოთ.
10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გამოცდილებასა და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საქმეების შესრულებისას მეტად გამოავლინეთ დაკვირვება და სიფრთხილე. ნუ გაიჭრებით საბრძოლველად თუ დაცული და ინფორმინებული არ ხართ.
8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მიიღებთ გადაწყვეტილებას სანამ არ შეათანხმებთ მშობლებთან, მეუღლესთან. განსაკუთრებით თუ საქმე მემკვიდრეობის გაყოფას ეხება. ზოგიერთს შეიძლება იურისტს დახმარებაც დასჭირდეს.
7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მნიშვნელოვან საკითხზე დიალოგს (მეუღლესთან, ოჯახის წევრთან) ვერ ასცდებით. ზოგიერთს გაჯიბრების სურვილი გაუჩნდება. ეცადეთ, არაფერი მოიმოქმედოთ ნეგატიურ ემოციებზე. სხვა დღისთვის გადადეთ რამის დაგეგმა, გადაკეთება.
6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მნიშვნელოვანი დეტალების მოგვარება მოგიწევთ. შეიძლება გარშემო მყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. საღამოს ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, ეგ დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეცადეთ, ცალკეული პაზლიდან ერთი მთლიანი სურათი შექმნათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.