სიახლე
14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ეჭვების დაძლევის, ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების დღეა. მზად იყავით უფროსთან და კოლეგებთან გაუგებრობისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადოს. უსიამოვნო ცნობა თქვენს გეგმებში კორექტივებს შეიტანს.


კურო
თქვენი მატერიალური მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია. გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა შესაძლოა, მოულოდნელი შემოსავალი მოგიტანოთ. ეცადეთ, არ გარისკოთ. ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, თუმცა თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე ეს არ აისახება. ეცადეთ, არ გარისკოთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯი ან პირიქით, მოულოდნელი შემოსავალი.


კირჩხიბი
ამ დღეს ყველა ეჭვს უკუაგდებთ და თავდაჯერებული გახდებით. საქმეშიც და სიყვარულშიც პირველ შთაბეჭდილებას ენდეთ - ის ყველაზე სწორი იქნება.


ლომი
მამაკაცებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნეგატიური ენერგეტიკისგან გაათავისუფლებს და საკუთარი თავის რწმენას შემატებს. გამორიცხული არ არის პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა. ქალებს ცვლილებები ელით, რის შემდეგაც მათი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.


ქალწული
პოზიტიური დღეა, რომელიც ზნეობრივ სიწმინდესა და ეჭვების დაძლევას უკავშირდება. შესანიშნავი პირობები მოგეცემათ ნაყოფიერი მუშაობისთვის. განსაკუთრებით მწერლობისა და ხელოვნების სფეროში. კომერციულ საქმეებში წარმატება გელით.


სასწორი
ამ დღეს სასწორების სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი იზრდება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ წარსულის გამოცდილება გაიაზროთ და მომავლის გეგმები დასახოთ. საქმესა და სიყვარულში პირველ შთაბეჭდილებას უნდა ენდოთ. ის შეუმცდარი იქნება.


მორიელი
პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით - მყიფე კავშირები გაწყდება. ბევრი მორიელი პარტნიორით უკმაყოფილოა. განსაკუთრებით, თუ მათ გაზრდილ პრეტენზიებს ვერ პასუხობს. გამორიცხული არ არის, ცხოვრების მეგზურს შეხვდეთ.


მშვილდოსანი
ეჭვების დაძლევის, სულიერი და ზნეობრივი განწმენდის დღეა. თქვენი მონდომება, საქმის ერთგულება და შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში სერიოზული სირთულეები გელით. ოჯახური ვალდებულებებისგან გათავისუფლებისა და თავისუფლების სურვილი შესალოა, პარტნიორთან დაშორების მიზეზი გახდეს.


თხის რქა
ამ დღეს ნოსტალგია დაგეუფლებათ და ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენის სურვილი გაგიჩნდებათ. თვალი ადევნეთ მინიშნებებს და ეცადეთ, ისინი სწორად ამოხსნათ. გადადებული მგზავრობა სიზმარში ან ცხადში იმედის იმედგაცრუებით შეცვლის მანიშნებელია.


მერწყული
პოზიტიური დღეა. ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არიან. განსაკუთრებული წარმატება შემოქმედებით და აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ელით. საზოგადოებაში თქვენი გამოჩენა დამამშვიდებელი ეფექტის მომტანია. ოჯახური პრობლემების გადაჭრას წარმატებით შეძლებთ. ოჯახში მშვიდობა და სიყვარული დაისადგურებს.


თევზები
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან და მხოლოდ ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბოლო წუთს საკუთარ მოვალეობებზე უარის თქმა თქვენს რეპუტაციას აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს. შეცდომის თავიდან ასაცილებლად მეგობრების რჩევებს უნდა ენდოთ და მათი დახმარება მიიღოთ.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია