ბიზნესმენი, ხაშურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი,
ლევან გამრეკელი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ გამრეკელი წლების განმავლობაში ხაშურის საკრებულოს
წევრი იყო, თუმცა, 2025 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“
კანდიდატთა სიაში მისი სახელი აღარ გვხვდებოდა.
ხაშურის საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,
გამრეკელის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
- 2006-2010 წლებში საქნავთობსადენის კომპანიაში სამშენებლო
სამმართველოს უფროსი;
- 2010-2014 წლებში საქნავთობსადენის კომპანიაში სამშენებლო
სამმართველოს კომპანიის გენერალური დირექტორის
მოადგილე;
- 2017-2021 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მაჟორიტარი დეპუტატი;
- 2021 წელიდან ხაშურის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი
ოსიაურის-ხცისის-წრომის და ხალების ადმინისტრაციულ
ერთეულებში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ლევან გამრეკელი და
რა ბიზნესებთან არის დაკავშირებული. ინფორმაციისთვის, მან
თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2025 წლის თებერვალში
შეავსო. ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გამრეკელის სახელზეა
რეგისტრირებული არაერთი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ბინა.
უფრო კონკრეტულად, გამრეკელის მიერ დეკლარაციაში მითითებული უძრავი
ქონება ასე გამოყურება:
- მიწის ნაკვეთი ხაშურში (5000 დოლარი) - შეიძინა 2024
წელს;
- მიწის ნაკვეთი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში
(10 000 დოლარი) - შეიძინა 2022 წელს;
- მიწის ნაკვეთი ხაშურში, სოფელ გომში - 10 000 ლარად
შეიძინა 2023 წელს;
- საცხოვრებელი სახლში ხაშურში - 2022 წელს შეიძინა 8 000
დოლარად;
- მიწის ნაკვეთი ხაშურში, სოფელ წრომში - 2022 წელს 3 000
დოლარად იყიდა;
- მიწა ხაშურში, სოფელ აგარებში - 2022 წელს 31 000 დოლარად
შეიძინა;
- მიწა ხაშურში, სოფელ ოსიაურში - 10 000 დოლარად იყიდა
2022 წელს;
- მიწა გომში - 20 000 ლარად იყიდა 2023
წელს;
- მიწა გომში - 2023 წელს 30 000 ლარად
შეიძინა;
- საცხოვრებელი სახლი ხაშურში - 60 000 დოლარად შეიძინა
2022 წელს;
- ბინა დაბა ბაკურიანში - 2022 წელს 43 000 დოლარად
შეიძინა;
- მიწის ნაკვეთი სოფელ გომში - 150 000 ლარად შეიძინა 2022
წელს;
- მიწა სოფელ წრომში - 13 000 დოლარად შეიძინა 2022
წელს;
- მიწა სოფელ კოდისწყაროში - 11 000 ლარად შეიძინა 2022
წელს;
- მიწის ნაკვეთი სოფელ მიწობში - 4 000 ლარად იყიდა 2022
წელს;
- მიწა სოფელ სატივეში - 2022 წელს 4 000 დოლარად
შეიძინა;
- მიწა სოფელ ხცისში - 2023 წელს 4 000 ლარად
იყიდა;
- საცხოვრებელი სახლი ხაშურში - 2022 წელს 35 600 დოლარად
შეიძინა;
- ბინა ხაშურში - 2022 წელს 15 500 დოლარად
იყიდა;
ამასთანავე, მისი მეუღლის საკუთრებაშია სამი მიწის ნაკვეთი. ერთი მიწა
2023 წელს ზემო ოსიაურში 4 500 ლარად არის შეძენილი. მეორე მიწა სოფელ
ოსიაურში 7 000 ლარად იყიდეს 2023 წელსვე. მესამე მიწის ნაკვეთი კი
2016 წელს 1 500 ლარად არის შეძენილი ხაშურში, სოფელ ახალსოფელში.
გარდა ამისა, გამრეკელის მეუღლის საკუთრებაშია 2016 წელს ჩუქებით
მიღებული 2 000 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.
გარდა უძრავი ქონებისა, ლევან გამრეკელის სახელზეა რეგისტრირებული
არაერთი მოძრავი ქონება, მათ შორის:
- Mercedes G Clas – 2022 წელს იყიდა 500 000
ლარად;
- Volvo G7108 – 2022 წელს 190 000 ლარად
შეიძინა;
- Mitsubishi Pajero – 2022 წელს შეიძინა 23 000
ლარად;
- Toyota Land Cruiser – 2022 წელს 58 000 დოლარად
შეიძინა;
- Toyota Hilux – 2022 წელს იყიდა 90 000
ლარად;
- Daihatsu – 2022 წელს 11 000 ლარად
შეიძინა;
- BMW X7 – 2023 წელს შეძენილია 95 000
დოლარად;
- VAZ 21-07 – 2024 წელს იყიდა 6 000
დოლარად;
- Ford Transit (სატვირთო ავტომანქანა) – 2022 წელს 40 000
ლარად იყიდა;
- Solg (დამტვირთველი) – 2024 წელს შეიძინა 47 000
დოლარად;
- თვითმცლელი, ჰოვო - 2022 წელს შეიძინა 50 000
ლარად.
ამასთანავე, დეკლარაციის შევსების მომენტში მის საკუთრებაში იყო კიდევ
3 სატვირთო და ერთი პირადი ავტომობილი, თუმცა ამ შემთხვევაში მარკა არ
არის მითითებული. დეკლარაციაში გამრეკელი უთითებს, რომ აქედან 2
სატვირთო 2022 წელს შეიძინა 25 000 და 50 000 ლარად. მესამე სატვირთო
შეძენილია 2023 წელს 55 000 ლარად. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილს, ის
გამრეკელმა 2023 წელს 40 000 დოლარად იყიდა.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში
ლევან გამრეკელი უთითებდა, რომ სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ჯამში 1
130 000 ლარი ჰქონდა. ამავე დროს, გამრეკელი წერდა, რომ დეკლარაციის
შევსების პერიოდში მის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა 50
000 დოლარს შეადგენდა, რისი მიღების წყაროც ფერმა იყო.
რომ გადავხედოთ მის ბიზნეს საქმიანობასაც, სამეწარმეო რეესტრის
მონაცემებით, ლევან გამრეკელი დაკავშირებულია სამ კომპანიასთან: შპს
„თა-თა“, შპს „სუპერ ჯგუფი ლდბჯ“ და შპს „ლე გა“. სამივე კომპანიაში
გამრეკელი 100%-იან წილს ფლობს. ისვე იკავებს დირექტორის
თანამდებობასაც.
გამრეკელი თანამდებობრივი პირის ქონებრივ დეკლარაციაში უთითებდა, რომ
„თა თა“-დან შემოსავლის სახით 30 000 ლარი მიიღო, „ლე გა”-დან
შემოსავლებმა კი ჯამში 450 000 ლარი შეადგინა. ამასთანავე, გამრეკელი
წერდა, რომ ინდ. მეწარმის საქმიანობიდან 3 000 000 ლარის შემოსავლები
ჰქონდა მიღებული.
2024 წელს ლევან გამრეკელი ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი
მოადგილე იყო. ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის მან წლის განმავლობაში
ხელფასის სახით 39 778 ლარი აიღო.
ამასთანავე, ლევან გამრეკელს 1 700 000 ლარის მოცულობის სამომხმარებლო
სესხი უფიქსირდებოდა. სესხის ვადა 2024-2031 წლებია. 2024 წელს სესხში
გასავალმა 462 000 ლარი შეადგინა.
ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გამრეკელი დაკავებული იყო
ქველმოქმედებითაც. კერძოდ, ამ მიმართულებით დახარჯული თანხები 400 000
ლარს შეადგენს.