ყვრალის მერის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის ძმას ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინეს. ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა 11 ნოემბერს დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ოქტომბერს, ქალაქ ყვარელში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან გელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას – ნიკა ზაუტაშვილს. აღნიშნულის

შემდეგ დროის მოკლე პერიოდში გივი და ნიკა ზაუტაშვილებმა ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ლევან გელაძეზე“,
– წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის ძმას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები