შსს საგზაო წესების დარღვევებზე ჯარიმების ზრდას აინიციირებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარი მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია და გზებზე უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფა. ცვლილებები მკვეთრად ზრდის არსებულ სანქციებს და ახალ სამართალდარღვევებს აწესებს.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება გამოწვევად რჩება, რის გამოც სახელმწიფო ვალდებულია ეფექტური ნაბიჯები გადადგას.

ძირითადი ცვლილებები და გაზრდილი ჯარიმები:
მანევრირების წესების დარღვევა: ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე. ამასთან, მძღოლს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შეუმცირდება.

სიჩქარის გადაჭარბება (15-40 კმ/სთ-ით): სანქცია იზრდება 50-დან 100

ლარამდე.

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა: ჯარიმა იზრდება 50 ლარამდე. მძღოლს დამატებით 10 ქულა ჩამოეჭრება.

მობილური ტელეფონით სარგებლობა მართვისას: სანქცია იზრდება 50 ლარამდე.

დგომა-გაჩერების წესების დარღვევა რეგიონებში: ჯარიმის ოდენობა 50 ლარამდე იზრდება თბილისის მსგავსად, სხვა მსხვილ მუნიციპალიტეტებსა და კურორტებზე (მაგ. ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და სხვ.).

ახალი სანქციები BUS LANE-სა და ტროტუარზე:
საკანონმდებლო პაკეტით ასევე განისაზღვრა ორი ახალი მნიშვნელოვანი სამართალდარღვევა:

BUS LANE-ზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით: დაჯარიმება გამოიწვევს 200 ლარის ოდენობით.

ტრანსპორტის ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება: დაჯარიმება გამოიწვევს 100 ლარის ოდენობით. ამ დარღვევის შემთხვევაში, ავტომობილი ასევე დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

ცვლილებათა პაკეტი უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს განსახილველად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები