შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 1962
წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ
ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად
იძალადა. ფაქტის
ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში
დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. სამართალდამცველებმა
მყისიერი რეაგირების შედეგად, ნ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.