ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე სროლა იყო.
შსს-ს ცნობით, სამი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი მიღებული
დაზიანებების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.
„გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში
გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი: 1970 წელს დაბადებული შ.ყ., 1979
წელს დაბადებული ი.რ. და 1983 წელს დაბადებული ი.გ. და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა
კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი
მათგანი – შ.ყ. გარდაიცვალა“, – წერია
განცხადებაში.
შსს ამბობს, რომ დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით
სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გმოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.