ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბნის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბანზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების

ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბურე მეტრამდე სამასალე მერქანი.

კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები