გამონაბოლქვის გამო, მხოლოდ ნოემბერში 794 პირი დაჯარიმდა - სულ 11 თვეში დაჯარიმებულია 5 291 პირი
2025 წლის ნოემბერში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 556 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 111 - ბათუმში, 86 - ქუთაისში, 41 კი რუსთავში.

„794 ფაქტიდან 706 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 88 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ 401 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების,

359 - მიკროავტობუსების, 26 სატვირთო ავტომობილების, 1 ავტობუსის, 1 კი ექსკავატორის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი“, -
აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 11 თვეში ჯამში 5 291 სამართალდარღვევაა გამოვლენილი.


წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები