საქართველომ წელს 9 949 ერთეული სატვირთო ავტომობილი იყიდა
საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი 31%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 9 949 სატვირთი (ჯამში 130 მილიონი დოლარის), გასული წლის იმავე პერიოდში კი 14 438 ერთეული სატვირთო ავტომობილი (სულ 178 მილიონი დოლარის).

მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ერთი სატვირთო ავტომობილის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 13 094 დოლარი ჯდებოდა, გასული წლის იანვარ-ოქტომბერში კი საშუალო

ფასი 12 353 დოლარი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ სატვირთო ავტომობილების იმპორტი 6%-ით გაძვირდა. (ავტორის შენიშვნა: გასათვალისწინებელია, რომ გამოშვების წლის, მარკისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ერთეულის ფასი შესაძლოა საშუალოზე მეტი ან ნაკლები ყოფილიყო).

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ სატვირთო ავტომობილების უდიდესი ნაწილის იმპორტი გერმანიიდან განახორციელა. კერძოდ, ამ ბაზრიდან წელს 2 945 სატვირთო ვიყიდეთ.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ავტომობილების უდიდესი ნაწილი შემდეგი 5 ქვეყნიდან შემოვიდა:

  • გერმანია - 2 945 ერთეული (ჯამში 29.932 მლნ აშშ დოლარის ღირებულების);
  • ნიდერლანდები - 1 704 ერთეული (12.994 მლნ აშშ დოლარის ღირებულების);
  • იაპონია - 913 ერთეული (3.469 მლნ აშშ დოლარის ღირებულების);
  • ჩინეთი - 746 ერთეული (27.277 მლნ აშშ დოლარის ღირებულების);
  • პოლონეთი - 637 ერთეული (6.004 მლნ აშშ დოლარის ღირებულების).

 

 

წყარო: BPN

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები