შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ
მონაკვეთზე,
2 პირი - 1999 წელს დაბადებული ს.ხ. და 1987 წელს დაბადებული ე.მ.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის
ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო
გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს
მიმართულებით ჯგუფურად,
უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო
საზღვარი.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად,
უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.