მარნეულის N4 სკოლის დირექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან ირკვევა, რომ მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების თითქოსდა ჩაბარებისათვის 300 აშშ დოლარი ქრთამის სახით აიღო.

მარნეულში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნრულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომ და ჩაბარების სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა” -

აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები