გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2025 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო
მოპოვების 129 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 41 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,
შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სამართალდამრღვევებისთვის
ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა 102 ერთეულს შეადგენს.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა
კი, 2,5 მილიონ ლარზე
მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ნოემბრის თვის სტატისტიკას,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ
გამოვლენილია ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი; მათგან სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს 5 ფაქტი შეიცავს.