გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში,
მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 13 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა ახმეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის,
თიანეთის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ზუგდიდისა და ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტებში.
ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა
სახეობის ხე-ტყე - 20 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე
მასალა და
56 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
მიმდინარე წლის 11 თვეში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო
ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი.