ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის
თვეში სამართალდარღვევის 70 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 66 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და
ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა
სახეობის 147 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან
ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 13
სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 5
- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო
სვანეთის, 12 - ქვემო ქართლის, 12 - კახეთის, მცხეთა-მთიანეთის - 2,
სამეგრელო-ზემო სვანეთის - 7, ხოლო 13 შიდა ქართლის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ.
ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი -
გურიის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. ეროვნული სატყეო
სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე,
ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად
დაკავების 60 ფაქტი.