"პირადი განცხადების საფუძველზე" სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთმა მოადგილემ დატოვა
"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აპოლონ კაკაბაძე თანამდებობა დატოვა. bm.ge-ს უწყებაში უთხრეს, რომ მოადგილე "პირადი განცხადების საფუძველზე" გადადგა.

მიმდინარე წლის მაისში სონღულაშვილის უწყება დატოვა მოადგილე იური ნოზაძემაც. იგივე მიზეზით.

აპოლონ კაკაბაძის საქმიანი ბიოგრაფია ასეთია:
აქ არის ჩამონათვალის ფორმატში სტრუქტურირებული ვერსია:

02.2022 – დღემდე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – მინისტრის მოადგილე
2019 – 02.2022
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – მინისტრის მრჩეველი
2018 – 2019
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო – დირექტორი
2013 – 2018
სსიპ „112“ – დირექტორის

მოადგილე
2012 – 2013
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – საგამოძიებო სამსახურის უფროსი
2008 – 2009
ქ. თბილისის მერია – ქონების მართვის სამსახური
2003 – 2006
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ფინანსური პოლიციის სამეგრელო–ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსი
2000 – 2003
საგანგებო ლეგიონი – სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი
1994 – 2000
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს თანამშრომელი
ცნობისთვის, სონღულაშვილს ამჟამად ოთხი მოადგილე ჰყავს: ნინო თანდილაშვილი (პირველი მოადგილე), სოლომონ პავლიაშვილი, ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი.

წყარო: BusinessMedia

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები