შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე,
2003 წელს დაბადებული ს.ა., დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების
უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ
შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
დეპარტამენტების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას სამართალდამცველებმა
ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი
ოდენობით „პრეგაბალინის“ შემცველი
აბები.
პოლიციამ ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით, რაც 13 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.