შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის
მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის,
საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის
და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული,
ყაზახეთის მოქალაქე ბ.ა., სომხეთის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული
ჰ.ა. და გერმანიის მოქალაქე 1978 წელს
დაბადებული ო.ქ. სხვადასხვა
დროს დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები ბათუმსა და ქობულეთში გადამოწმების
მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი, ავტომობილების,
ასევე დაკავებულების დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მათ შორის: სარეალიზაციოდ
დაფასოებული ათეულობით შეკვრა „მეთადონი“, "ჰეროინი", "ალფა პვპ"- ე,
"ბუპრენორფინი" და "პრეგაბალინი".
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების
დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.