საქართველო პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობით მეზობლებს შორის მთავარი აუტსაიდერია - სად რამდენს იღებენ
საქართველოში საშუალო ხელფასისა და საშუალო პენსიის თანაფარდობით სამეზობლო ქვეყნებს შორის მთავარი აუტსაიდერია. ჩვენთან პენსია ხელფასზე 5.8-ჯერ ნაკლებია, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი საშუალო პენსიას მხოლოდ 1.7-ჯერ აღემატება.

როგორია საშუალო ხელფასსა და საშუალო პენსიას შორის სხვაობა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში:

  • საქართველო - საშუალო ხელფასი დაახლოებით 757 დოლარი, საშუალო პენსია 130 დოლარი (ხელფასი მეტია 5.8-ჯერ)
  • სომხეთი - - საშუალო

    ხელფასი დაახლოებით 731 დოლარი, საშუალო პენსია 127 დოლარი (ხელფასი მეტია 5.7-ჯერ)
  • აზერბაიჯანი - - საშუალო ხელფასი დაახლოებით 549 დოლარი, საშუალო პენსია 317 დოლარი (ხელფასი მეტია 1.7-ჯერ)
  • რუსეთი - - საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 280 დოლარი, საშუალო პენსია 3218 დოლარი (ხელფასი მეტია 4-ჯერ)
  • თურქეთი - საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 369 დოლარი, საშუალო პენსია 340 დოლარი (ხელფასი მეტია 4-ჯერ)

 

წყარო: BPN

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები