1-წლიან ჭრილში საქართველოში გრამ ოქროზე ფასმა საშუალოდ 80-დან 140
ლარამდე მოიმატა.
თუ 2024 წლის 14 დეკემბრის მონაცემებით, თბილისის ოქროს ბირჟაზე
999-სიანჯიან გრამი ძვირფასი ლითონის შეძენას 250 ლარად შეძლებდით,
დღეს იმავე კატეგორიის ოქროს ღირებულება 388 ლარია. აღნიშნულ
მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ ბოლო1 წელში უმაღლესი სინჯის
ოქრო ქვეყანაში 55%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება 750-სიანჯიან ოქროს, გასული წლის ანალოგიურ
პერიოდში,
მისი საბაზრო ღირებულება გრამზე 188 ლარი იყო, დღეს კი 291 ლარს
შეადგენს. 2024 წელს თბილისის ოქროს ბირჟაზე 146 ლარად იყო შეფასებული
585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი, მიმსინარე წელს კი მისი გასაყიდი ფასი
227 ლარია.
წლიურ ჭრილში, ფასის 62%-იან მატებას ვხედავთ გლობალურ ბირჟაზე. Gold
Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს ფასი ამ ეტაპზე 4 300
დოლარია.