2026 წლიდან საქართველოს ბაზარზე სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის.
კერძოდ, მომდევნო წლის მარტიდან ივნისის პერიოდამდე ქვეყანაში
ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას Etihad Airways-ი, Condor Airlines-ი
და Norwegian-ი.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ავიაკომპანიების
მიმართულებებსა და ფრენის სიხშირეებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე
ოპერირების დაწყებას 2026 წლიდან აპირებენ:
- საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების
წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ეკონომიკის
სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია აბუ-დაბი - თბილისი -
აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1-ელი
მარტიდან გეგმავს. ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით
იგეგმება;
- ავიაბაზარზე ბრუნდება გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან
ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ
ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს;
- თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება.
რეგულარულ რეისებს სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია
Norwegian-ი დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 2026
წლის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს.